მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან კახეთში. ცეცხლი თუშეთის გზაზე მდებარე ტყეში, სოფელ ლეჩურის სიახლოვეს გაჩნდა. კვამლი გუშინ ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს.
ხანძარი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრშია, ამიტომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა შორიდანაც კარგად ჩანს, რომ ეპიცენტრში ცეცხლის რამდენიმე კერაა.
სტიქიის ზონაში ქრობით სამუშაოებში უკვე ჩაერთო ცოცხალი ძალა. ათობით მეხანძრე – მაშველი სალიკვიდაციო სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებს. ბოლო ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება ჯერ არ მომხდარა.