ჯერჯერობით ოპოზიცია პოლიტიკური კუბიკებით თამაშობს – არჩილ თალაკვაძე

13
spot_img

ჯერჯერობით ოპოზიცია პოლიტიკური კუბიკებით თამაშობს, არც ლიდერები ჰყავთ, არც პროგრამა აქვთ, არც რაიმე პრინციპებზე შეთანხმება შეუძლიათ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიების გადაჯგუფებასთან დაკავშირებით.

როგორც „ქართული ოცნების” დეპუტატმა აღნიშნა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, ოპოზიციაში მყოფი “უკიდურესად ჭრელი და ერთმანეთისგან დაშორებული, დაპირისპირებული ძალების სინთეზი შექმნას”.

„ჯერჯერობით ოპოზიცია პოლიტიკური კუბიკებით თამაშობს, არც ლიდერები ჰყავთ, არც პროგრამა აქვთ, არც რაიმე პრინციპებზე შეთანხმება შეუძლიათ. იმიტომ, რომ დიდი ნაწილი საერთოდ პრინციპებისგან შორს არის. სავარაუდოდ, კიდევ დიდი დრო დასჭირდებათ სანამ ამ სტატუსიდან გამოვლენ. არიან ძალები, მაგალითად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ცდილობს, რომ შეაერთოს ოპოზიცია და უკიდურესად ჭრელი და ერთმანეთისგან დაშორებული, დაპირისპირებული ძალების სინთეზი შექმნას. ისინი წარსულში შეურაცხყოფით, ცილისწამებით, ღალატით არიან დაკავშირებულნი. ეს რამდენად გამოვა ვნახავთ, მაგრამ მოქალაქეებს რამდენად სურთ ასეთი რაღაც ნაცრისფერი ჯგუფი აირჩიოს, რომელშიც ყველა წარმომავლობის, ყველანაირი პოლიტიკური ბიოგრაფიის, გაურკვეველი მომავლის ხედვის მქონე პოლიტიკური პარტიები ერთიანდებიან, ამას არჩევნებში დავინახავთ.

ჩვენ არჩევნებში იმავე საარჩევნო ნომრით გამოვალთ, იმ პოლიტიკური გამოცდილებით, რომელიც გვაქვს. იმ მხარდაჭერით, რომელიც საზოგადოებისგან გვაქვს. ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაგვიწია, არც სიების ფორმირება”,- განაცხადა თალაკვაძემ.