ჯერ კიდევ არ მესმის, რა პრობლემაა საქართველოში მიღებულ კანონთან დაკავშირებით -ესტონელი დეპუტატი – კაია კალასს

153
JPG edited with https://ezgif.com/resize
spot_img

რატომ შეიძლება ასეთი კანონის [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] მიღება აშშ-ში, მაგრამ არა საქართველოში? როგორ ეწინააღმდეგება ეს ევროკავშირის პრინციპებს? – ამის შესახებ ესტონელმა დეპუტატმა, ვარო ვოოგლაიდმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს პარლამენტში გამართული დებატების დროს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი კანონი მოქმედებს აშშ-ში და ასევე, მსგავსი რეგულაციები იგეგმება ევროკავშირში.

„ჯერ კიდევ არ მესმის, რა პრობლემაა საქართველოში მიღებულ კანონთან დაკავშირებით. აშშ-ს აქვს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან, უნდა დარეგისტრირდნენ იუსტიციის დეპარტამენტში. არსებითად, ზუსტად იგივე კანონი. რატომ შეიძლება ასეთი კანონის მიღება აშშ-ში, მაგრამ არა საქართველოში? როგორ ეწინააღმდეგება ეს ევროკავშირის პრინციპებს?

მე ვიცი, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს აშშ-ში, ვიცი, რომ მსგავსი რეგულაციები იგეგმება თავად ევროკავშირში. ვიცი, რომ არა მარტო რუსეთმა, არამედ უნგრეთმაც მიიღო ასეთი კანონი. მე ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რომ ესტონეთმაც არ უნდა მიიღოს ასეთი კანონი, რათა ვიცოდეთ რა ორგანიზაციები ფინანსდებიან უცხოეთიდან, რომლებიც ამავდროულად ცდილობენ გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე. ჩემი აზრით, სრულიად გონივრული კანონია“, – განაცხადა ესტონელმა დეპუტატმა