“ჯალათების ხელისუფლების ექს-წარმომადგენელი ბედავს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს საამაყო, არა პოლიტიზებულ პოლიციას|

103
spot_img

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი არველაძის პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, სადაც არველაძე პოლიციელებს ძაღლებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათ პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნით.

როგორც აბაშიძე წერს, სასოწარკვეთილი ნაცსექტა იმდენად გამწარებულია საკუთარი პოლიტიკური უნიათობით, თავიანთ წიაღში არსებული არეულ-დარეული ვითარებით, რომ აღარ იციან რა მოიმოქმედონ. შედეგიც თვალსაჩინოა – უკიდურესი გაბოროტება და მარგინალობის ჭაობში ახალი სიღრმეების მონიშვნა.

„ნაცრეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსანი, დროებითად მიტაცებული „იმედის“ ექს-ხელმძღვანელი გიორგი არველაძე ტიპური „ნეოსავოკია“. როგორიც მისი თანამზრახველები, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია.

ჯალათების ხელისუფლების ექს-წარმომადგენელი ბედავს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს საამაყო, არა პოლიტიზებულ პოლიციას. თუმცა, რა გასაკვირია? რასაც თავად წარმოადგენს, იგივე წარმოდინდება მისი გამრუდებული სულიდან.

სასოწარკვეთილი ნაცსექტა იმდენად გამწარებულია საკუთარი პოლიტიკური უნიათობით, თავიანთ წიაღში არსებული არეულ-დარეული ვითარებით, რომ აღარ იციან რა მოიმოქმედონ. შედეგიც თვალსაჩინოა – უკიდურესი გაბოროტება და მარგინალობის ჭაობში ახალი სიღრმეების მონიშვნა“, – წერს გია აბაშიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გიორგი არველაძემ სოციალურ ქსელში პოლიციელის დღესთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მან პოლიციელები „ძაღლობად“ მოიხსენია.