“ივანიშვილის პარტიის პირობებში ღიად თუ დაფარულად, პრორუსი ჩინოვნიკების დანიშვნა მათი გამდიდრების მიზნით, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის”

47
spot_img

ივანიშვილის პარტიის პირობებში ღიად თუ დაფარულად, პრორუსი ჩინოვნიკების დანიშვნა მათი გამდიდრების მიზნით, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობას.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, 26 ოქტომბერი არის უდიდესი შესაძლებლობა „ივანიშვილის კორუმპირებული მთავრობა ჩანაცვლდეს კოალიციური პროდასავლური პარტიათა ერთობით“.

„ივანიშვილის პარტიის პირობებში ღიად თუ დაფარულად, პრორუსი ჩინოვნიკების დანიშვნა მათი გამდიდრების მიზნით, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, თუმცა ერთეულ თანამდებობაზე ფოკუსირება არ უნდა მოვახდინოთ, რამდენადაც მნიშვნელოვანია ძირეული ცვლილება მოვიტანოთ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით. 26 ოქტომბერი უდიდესი შესაძლებლობაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ივანიშვილის კორუმპირებული მთავრობა ჩანაცვლდეს კოალიციური, პროდასავლური პარტიათა ერთობით, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაჩქარებული წესით შეიყვანს ევროკავშირში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.