იტალიური პოპულარული ბენდი The Kolors და ,,ნიკოს ბენდი“ საქართველოში ერთობლივ საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ!

80
spot_img

“საქველმოქმედო ფონდი” ცხოვრება მშვენიერია 28 მაისს, 20 საათზე აბრეშუმის ქარხანაში (Silk Factory Studio) წარმოგიდნენთ მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავების, The Kolors-ისა და ნიკოს ბენდის, ერთობლივ საქველმოქმედო კონცერტს. კონცერტის შემდეგ გელოდებათ ქართველი DJ Alex G Nu-Disco-ს მიქსი.

The Kolors არის იტალიური მუსიკალური ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ნეაპოლში 2009 წელს.

ჯგუფის წევრები არიან ბიძაშვილები ანტონიო ალექს სტაშ ფიორდისპინო, ალექს ფიორდისპინო და  დარიო იაკული.  ტრიომ პოპულარობა მოიპოვა 2015 წელს  მარია დე ფილიპის ტალანტების შოუს „Amici“-ის (Talen Show Amici si Maria De Filippi) მეთოთხმეტე გამოცემაში ტრიუმფით.

კარიერის განმავლობაში ჯგუფმა გამოუშვა სამი სტუდიური ალბომი და ერთი ნაკრები. სიმღერები ჩაწერილია იტალიურ და ინგლისურ ენებზე.

The Kolors თანამშრომლობენ   ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიცაა Gucci Mane, Elisa, Guè, J-Ax, Elodie და Lorenzo Fragola.

სინგლით Italodisco მათ გაიმარჯვეს Power Hits Summer 2023-ზე, დაიკავეს პირველი ადგილი FIMI-ს მიერ შედგენილ ტოპ სინგლებში. გარდა ამისა, სინგლმა ასევე მიაღწია

კომერციულ წარმატებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინასა, შვეიცარიაში და საქართველო.

The Kolors-მა   არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სანრემოს ფესტივალში.

2024 წლეს ისინი წარდგნენ სიმღერით „Un ragazzo e una ragazza“.

ჯგუფს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის:  Summer Festival, Wind Music Awards, Kids’ Choice Awards, MTV Award, Lunezia Award, MTV Europe Music Awards საუკეთესო იტალიელი შემსრულებლისათვის, ოქროს დისკი სიმღერისათვის Out, Power Hits Estate, 2023 – გამარჯვებულები Italodisco-თი და მრავალი სხვა.

ა.წ. 3 აპრილს, მილანში სრული ანშლაგით ჩატარებულ სოლო კონცეტზე ჯგუფის სპეცალური სტუმარი იყო ცნობილი იტალიელი მომღერალი უმბერტო ტოცი, რომელმაც უმაღლესი შეფასება მისცა The Kolors-ს და წარმატებული ევროტური უსურვა.

კონცერტზე დიდ მონიტორზე საგასტროლო ჩამონათვალში პირველი საქართველო დასახელდა Silk Factory Studio -ში 28 მაისის კონცერტით.

„ნიკოს ბენდი“ არის ქართული მუსიკალური ჯგუფი. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სიმღერით „Georgian disco”

იტალიური სიმღერის „ITALO DISCO”(THE COLORS) ქართულმა ვერსიამ ფურორი მოახდინა სოცქსელებში გლობალური მაშსტაბით. უხეში დათვლით მხოლოდ TIK-TOKის პლათფორმაზე სიმღერას 500 000 000 ზე მეტი ნახვა აქვს.

მუსიკის საძიებო სისტემა SHAZAM ის მიხედვით 2024 წლის იანვარში გლობალურ საძიებო ჩარტში მე 15 ადგილი ეკავა.

YOUTUBE ზე 3 თვეში 40 მილიონი ნახვა დააგროვა.

2023 წელს ყაზახეთში გადაეცა პრემია როგორც ყველაზე პოპულარულ უცხოურ სიმღერას.

2023-24 წლის ინტერნეტჩარტებში მოწინავე პოზიციებს იკავებს.

„Georgian disco” არის ერთ-ერთი უდიდესი ტრენდი სოცსელებში.

ნიკოს ბენდის ინპირაციით შეიქმნა უამრავი ვარიანტი: „armenian disco” “moldovian disco” “kazasha disco” და ა.შ.

“nikos band” -ს აქვს ჩატარებული და დაგეგმილი კონცერტები მსოფლიოს მაშსტაბით. 3 აგვისტოს კი ბათუმში იქნება უნიკალური შემთხვევა: „nikos band” მაყურებლის წინაშე სრული შემადგენლობით და ლაივ-შესრულებით წარსდგება. შეასრულებენ საკუთარ ჰიტებს და რა თქმა უნდა იქნება „Georgian disco” თან არაერთხელ.

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2014 წლის 19 იანვარს შეიქმნა, 10 წლის მანძილზე  ფონდმა არაერთი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა და უამრავი ადამიანის დახმარება შეძლო. ეს იყო როგორც სოციალური, ასევე ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის და არერთი სიცოცხლის გადარჩენის საუკეთესო შესაძლებლობა.