იტალიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო 1 200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ტოსკანაში ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში უამინდობას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 2 პირი.