ისრაელში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება

24
spot_img

ისრაელში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. ქალაქის ქუჩებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

ისრაელიადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ნეთანიაჰუს გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, თელ-ავივსა და იერუსალიმში აქციები უკვე რამდენიმე თვეა იმართება. გასულ კვირას არჩევნების ჩატარების იდეას მხარი დაუჭირა ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრმა ბენი განცმაც.