აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია.
“ნათელია, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადავიდეს – გადავა – უფრო დაბალი ინტენსივობის ფაზაში. ჩვენ ველით, და გვინდა ვიხილოთ, გადასვლა უფრო მიზანმიმართულ ოპერაციებზე, უფრო მცირე რაოდენობის ძალებით, რომლებიც რეალურად არიან ფოკუსირებულნი “ჰამასის” ხელმძღვანელობაზე, გვირაბების ქსელსა და სხვა მიმართულებებზე. როგორც კი ეს მოხდება, თქვენ დაინახავთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად შემცირდება”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ისრაელის დახმარებას, რათა “უზრუნველყოს, რომ ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარასოდეს განმეორდება”.