პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გამოიხმო. გამოხმობის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ხელახალი შეფასებაა.
„თურქეთის მზარდი რიტორიკის ფონზე, მე დიპლომატიურ წარმომადგენლებს მივეცი ინსტრუქცია, დაბრუნდნენ თურქეთიდან, რათა ხელახლა შევაფასოთ ისრაელი-თურქეთის ურთიერთობა”. – თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა.
თურქეთსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობა სრულად ცოტა ხნის წინ აღდგა.
28 ოქტომბრის აქციაზე ერდოღანმა ისრაელს ომის დამნაშავე უწოდა.