“ისრაელმა რაფაჰის მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხო დერეფნებით უნდა უზრუნველყოს” – ანალენა ბერბოკი

28
spot_img

ისრაელმა რაფაჰის მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხო დერეფნებით უნდა უზრუნველყოს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

„განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ისრაელის მთავრობის მიერ რაფაჰში დიდი სახმელეთო სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ გაკეთებული განცხადებით“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ანალენა ბერბოკი ბერლინში პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, რიად ალ-მალიკის შეხვდა.

„რა თქმა უნდა, სრულიად ნათელია, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წარმოუდგენლად დიდი ქსელი რაფაჰშიც მოქმედებს. თუკი რაფაჰში ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული, მაშინ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო დერეფნებით უზრუნველყოფა ისრაელის არმიის პასუხისმგებლობას წარმოადგენს“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.