ისრაელმა ომი უნდა დაასრულოს -დონალდ ტრამპი

26
spot_img

ისრაელმა ღაზაში ომი უნდა დაასრულოს, რადგან იგი მსოფლიოს დიდი ნაწილის მხარდაჭერას კარგავს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის გაზეთ Israel Hayom-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თქვენ ომი უნდა დაასრულოთ. თქვენ ეს უნდა დაასრულოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამას გააკეთებთ. ჩვენ მშვიდობას უნდა მივაღწიოთ, ამის გაგრძელება არ შეგვიძლია. და მე ვიტყოდი, რომ ისრაელი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან თქვენ მსოფლიოს დიდ ნაწილს კარგავთ, ბევრ მხარდაჭერას კარგავთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო „ჰამასი“ ისრაელზე თავდასხმას ვერ განახორციელებდა.