შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელს მოუწოდებს, „ჰამასთან“ ომის დროს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად მეტი გააკეთოს.
ბლინკენის თქმით, ისრაელმა დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას და უზრუნველყოს, რომ ჰუმანიტარული დახმარება მიიღონ მათ, ვისაც სჭირდებათ.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ სამხედრო ოპერაციები შექმნილია სამოქალაქო დაცვის ირგვლივ. ვფიქრობ, განზრახვა არსებობს. მაგრამ შედეგები ყოველთვის არ ვლინდება“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ამასთან, ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის პოზიცია, რომელიც ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტას არ ემხრობა.
„“ჰამასი“ ჯერ კიდევ ცოცხალი, ჯერ კიდევ უვნებელი და იმ განზრახვით არსებობს, რომ კიდევ, კიდევ და კიდევ გაიმეოროს 7 ოქტომბერი. ეს უბრალოდ გააგრძელებს პრობლემას“, – აღნიშნა ბლინკენმა.