ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს. ბოლო 24 საათში საჰაერო დარტყმები „ჰამასის“ 450-ზე მეტ ობიექტზე განხორციელდა. ავიაციის სამიზნე რადიკალთა სამეთაურო პუნქტები და ინფრასტრუქტურა გახდა.
პარალელურად, ისრაელის არმია ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ შეტაკებების შედეგად ათობით პალესტინელი ტერორისტია ლიკვიდირებული.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.