“ისრაელის შეტევა რაფაზე რეგიონში მშვიდობას ძალიან გაართულებს” – ოლაფ შოლცი

28
spot_img

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისრაელში ვიზიტისას კონფლიქტში ჩართულ მხარეებს ცეცხლის ხანგრძლივად შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გვჭირდება შეთანხმება მძევლების გათავისუფლებისთვის გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტით. ჩვენ გვესმის მძევლების ოჯახის წევრების, რომლებიც ხუთ თვეზე მეტია დატყვევებულების გათავისუფლებას ითხოვენ“, – აღნიშნა შოლცმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მანამდე კი, იორდანიის მეფესთან მოლაპარაკებების დროს, შოლცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის შეტევა რაფაზე „ძალიან გაართულებს“ მშვიდობას რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ 15 მარტს ისრაელმა დაამტკიცა შეტევითი გეგმა რაფაში.

ამასთანავე, გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა მოუწოდა ისრაელს შეცვალოს თავისი სტრატეგია ღაზაში.