ისრაელის შეიარაღებული ძალები ქალაქ ღაზის მოსახლეობას მოუწოდებენ დასახლება დატოვონ და რეგიონის ცენტრალურ ნაწილში გადავიდნენ – BBC

12
spot_img

ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის შეიარაღებული ძალები ქალაქ ღაზის მოსახლეობას მოუწოდებენ დასახლება დატოვონ და რეგიონის ცენტრალურ ნაწილში გადავიდნენ. როგორც BBC წერს, გადასახლება 250 000-ზე მეტ ადამიანს ემუქრება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ისრაელის მოწოდება შემაშფოთებელია, რადგან ის ათასობით ადამიანს საცხოვრებლის დატოვებისა და თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებს.

ევაკუაციის მოწოდებას ეხმაურება „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი ჰოსამ ბასდრანი. მისი თქმით, ისრაელი დაბომბვითა და სისხლისღვრით ცდილობს მოლაპარაკებების წინ „ჰამასზე“ ზეწოლა განახორციელოს.