ისრაელის საპასუხო დარტყმებს, ღაზის სექტორში 161 ადამიანი ემსხვერპლა

133
spot_img

პალესტინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე განხორციელებულ ავიადარტყმებს 161 ადამიანი ემსხვერპლა, 1000-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

მანამდე ისრაელმა საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყო და „ჰამასი“ გააფრთხილა, რომ მათ ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. შედეგად დაიღუპა 40, ხოლო დაშავდა 740 მოქალაქე. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს.