“ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ალყაში მყოფი საავადმყოფო შტურმით აიღეს” – BBC

50
spot_img

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ალყაში მყოფი საავადმყოფო შტურმით აიღეს, სადაც ასობით ადამიანი იმყოფება. მედიის ინფორმაციით, დილით გამოცხადებული ევაკუაციის შემდეგ, ისრაელის არმია ხან იუნისში, ნასერის ჰოსპიტალში ინტენსიური ცეცხლით შევიდა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, საავადმყოფოს შენობას „ჰამასის“ ათობით მებრძოლი თავს აფარებს, ამასთან შენობაში დაჯგუფების შეიარაღება ინახება.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ისრაელის ჯარისკაცებმა პაციენტებს შენობა იძულებით დაატოვებინეს და საავადმყოფოს შენობის ნაწილობრივ დანგრევას გეგმავენ.