ისრაელის პარლამენტში მძევლების ნათესავები შეიჭრნენ

24
spot_img

„ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ნათესავების ჯგუფი იერუსალიმში, ქნესეტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მძევლების ნათესავები მოითხოვდნენ, რომ კანონმდებლებმა მეტი გააკეთონ მძევლების გასათავისუფლებლად. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით : „აქ ვერ ისხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან“.

„გაათავისუფლე ისინი ახლავე!“ – სკანდირებდნენ პარლამენტში შეჭრილი მოქალაქეები.

მანამდე, მძევლების ნათესავებმა აქცია გამართეს იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლის წინ, სადაც კარვებიც გაშალეს და ისრაელის მთავრობას მძევლების გათავისუფლების მიზნით შეთანხმების სასწრაფოდ მიღწევისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, ისრაელის ინფორმაციით, ღაზაში, ამ დროისთვის, 130-ზე მეტი მძევალი იმყოფება.