ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ანტონიო გუტერეში გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ამის შესახებ Politico იტყობინება.
„რა თქმა უნდა, ის პასუხისმგებელია როგორც გაეროს გენერალური მდივანი, გუტერეში უნდა გადადგეს ან გაერომ უნდა გადააყენოს“, – აცხადებს ისრაელ კაცი.
ისრაელი თვეების განმავლობაში აწარმოებდა დისკუსიებს გაეროსთან მას შემდეგ, რაც ოქტომბერში გუტერეშმა განაცხადა, „„მნიშვნელოვანია ასევე ვაღიაროთ, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება“.
ამასთან, გაერომ არაერთხელ გააკრიტიკა ისრაელი ღაზას სექტორზე სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების გამო.
ინფორმაციისთვის, გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა განაცხადა, რომ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადების შემდეგ, ისრაელი უარს იტყვის ვიზების გაცემაზე გაეროს ოფიციალური პირებისთვის.