„ისრაელი არ დათანხმდება ყველანაირ გარიგებას და ნებისმიერ ფასად“- ბენიამინ ნეთანიაჰუ

18
spot_img

მინდა, მკაფიოდ განვაცხადო ჩვენი პოლიტიკა – ჩვენი მთავარი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, „ჰამასის“ ლიკვიდაციაა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნის განსახორციელებლად საჭიროა სამი პირობის შესრულება:

„ჰამასის“ დარჩენილი ბატალიონების განადგურება, ტერორისტებისგან გაწმენდის ოპერაციები, რომელსაც, მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში რეიდების გზით ახორციელებენ და „ჰამასის“ გვირაბის ქსელის განეიტრალება.

ნეთანიაჰუმ განმარტა, რომ ისრაელი არ დაასრულებს ომს მანამ, სანამ არ შესრულდება მისი ყველა მიზანი: „ჰამასის“ ლიკვიდაცია, ყველა მძევლის დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარასოდეს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის.

რაც შეეხება მძევლებთან დაკავშირებულ პოტენციურ შეთანხმებას, ნეთანიაჰუს თქმით, „ისრაელი არ დათანხმდება ყველანაირ გარიგებას და ნებისმიერ ფასად“.