ისრაელ-ჰამასის ომის შედეგად, სულ მცირე, 83 ჟურნალისტი დაიღუპა. ინფორმაციას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპულთაგან 76 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 25 კი დაკავებულად.
კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.