ისნის რაიონის გამგეობა ლიფტების მოწყობის სამუშაოებს კიდევ ექვს მისამართზე იწყებს

53
spot_img

ისნის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონში ლიფტების მოწყობის სამუშაოებს კიდევ ექვს მისამართზე იწყებს.

ამჯერად, ბერი გაბრიელ სალოსის VI შეს. კორპ. #10; კახეთის გზატკეცილი #34ა;
ნ.მუსხელიშვილის ქ. #17 , ვაზისუბნის 1 მ/რ , კორპ. #8ა-სა და ვაზისუბნის 4 მ/რ, 1 კორპუსი #12-ის მიმდებარედ ლიფტის მოწყობის სამუშაოების დაწყებამდე ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და სამუშაოს დეტალები მათთან ერთად განიხილა.

პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 398 804 ლარით ფინანსდება.

ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და რაიონის მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა ისნის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს.