ის, რომ კითხვები არსებობს, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქვეყნის მოსახლეობა, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ ეს მავნებლური, ბოროტული და უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან. ინტერპელაციის პროცესი სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ დავსვათ კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს, – ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც გაწირავს ადამიანებს“.
„ის, რომ კითხვები არსებობს, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქვეყნის მოსახლეობა, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ ეს მავნებლური, ბოროტული და უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც გაკეთდა ხელისუფლების, მთავრობის თუ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. სწორედაც პოლიტიკურად უნდა მივუდგეთ, რომ ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც გაწირავს ჯერ ადამიანებს და ვინც გადაურჩა სტიქიას მათ ასე დასცინის და ხვალ – ზეგ მათი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. სწორედ ინტერპელაციის პროცესი ითვალისწინებს ამას, რომ ჩვენ იქ გვექნება საშუალება დავსვათ ყველა ის კითხვა, რომელიც აწუხებს არა ამ შემთხვევაში რომელიმე პოლიტიკურ ძალას და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მოსახლეობას, რა კითხვებიც ძალიან ბევრი გაჩნდა დღეს ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.