პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით რადიკალების მიერ სოციალურ ქსელებში მიმდინარე კამპანიას გამოეხმაურა.
„საზოგადოებას პირდაპირ ტყუილს ეუბნებიან, ისეთს – კანონში საერთოდ ასახულიც კი არ არის. ის კი არა, რომ შენ რაიმე ტყუილს ავრცელებ, ის, რომ ახსნა-განმარტება გააკეთო იმასთან დაკავშირებით, რისი ინიცირებაც გინდა, აი, ამის უფლებას გიკრძალავენ. ფაქტობრივად, ეს არის ერთგვარი ამ ფსევდოლიბერალურების ტოტალიტარული გამოვლინება, რომელიც რეალური დემოკრატიის წინააღმდეგაა მიმართული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ბრძოლა შავი ფულისთვის გრძელდება, გრძელდება ცენზურაც. რადიკალური ოპოზიცია და მათი მოკავშირეები ებრძვიან სიტყვის თავისუფლებას – სოციალურ ქსელებში სერგი კაპანაძისა და თამარ კინწურაშვილის დახმარებით, იბლოკება სიმართლე. ასევე ცნობილია, რომ მეტაში მუშაობს მიხეილ სააკაშვილის სოცმედიის ყოფილი მენეჯერი ნიკოლოზ ბოლქვაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.