საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ზურაბიშვილს კითხვით მიმართა.
„ქალბატონო სალომე, იქნებ დაგვიკონკრეტოთ თქვენს მიერ დაანონსებული რეფერენდუმი, სამართლებრივად, ასევე დროსა და სივრცეში როგორ უნდა ჩატარდეს? ის რაც კონსტიტუციაში გვიწერია და ჩვენი ცხოვრებისეული მიზანია, იმაზე როგორ და რანაირად ტარდება რეფერენდუმი?“, – წერს გიორგი გამსახურდია.