IRI-ის კვლევები ვერ იქნება სანდო თუნდაც ამ გარემოების გათვალისწინებით, და თუ გავითვალისწინებთ ამერიკის დღევანდელ სააკაშვილისეულ პოლიტიკას ხელისუფლების მიმართ, ის 19%-იც როგორ გაიმეტეს, გასაკვირია, – ასე გამოეხმაურა IRI-ის კვლევების შედეგებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისი თქმით, ეს კვლევები იმ დღეებში იყო ჩატარებული, როდესაც ცრუ პიარკამპანიით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს და ის პროცენტიც გასაკვირია, რაც მოქმედ ხელისუფლებას დაუწერეს.
„4-25 მარტის დღეები იყო ის პერიოდი, როდესაც ამერიკის ელჩის ხელმძღვანელობით, „გამჭვირვალობის შესახებ“ ამერიკულ კანონზე ხალხს ტყუილებით ტვინი აურიეს, კანონი არ წააკითხეს და ისე გამოიყვანეს ქუჩაში. მათ ძლიერი პროპაგანდით, საკუთარი ამერიკული კანონის რუსულად მონათვლით, შეძლეს საზოგადოებაში გარკვეული აგრესიის დათესვა ხელისუფლების და „ხალხის ძალის“ მიმართ. მოგვიანებით კი, როდესაც ემოცია დაცხრა და ხალხმა სიმართლე გაიგო, განწყობებიც შეიცვალა. გამომდინარე აქედან, IRI-ის კვლევები ვერ იქნება სანდო თუნდაც ამ გარემოების გათვალისწინებით, და თუ გავითვალისწინებთ ამერიკის დღევანდელ სააკაშვილისეულ პოლიტიკას ხელისუფლების მიმართ, ის 19%-იც როგორ გაიმეტეს, გასაკვირია. ზოგადად, დღევანდელი სამთავრობო პოლიტიკიდან გამომდინარე, ამერიკის არცერთი ორგანიზაციის კვლევა არ იქნება სანდო, რადგან ყველა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და ამით ცდილობენ მათთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. რაც შეეხება სოციოლოგიური კვლევის სტანდარტებს, ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე საზოგადოების განწყობები ვერ იქნება ისეთი, როგორიც არჩევნების დროს. ის გადაუწყვეტელი 40% კი სტანდარტია ყველა ქვეყანაში და იცვლება მხოლოდ წინასაარჩევნო დღეებში”, -წერს საკუთარ Facebook გვერდზე თამარ ჩიბურდანიძე.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს აქვეყნებს.