ირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.
„ისრაელის სახელმწიფოს თავს დაესხნენ ასობით რაკეტით და უპილოტო საფრენი აპარატებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს ეს თავდასხმა“, – აცხადებს გალანტი.
თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი „ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს“.
„შეერთებულ შტატებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის დაცვა. ძალიან მცირე ზიანი მოგვაყენეს – ეს არის IDF-ის შთამბეჭდავი ოპერაციების შედეგი“, – დასძენს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.