ირანმა ქვეყნის სამხრეთში ოთხი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.
ირანული მედიის ცნობით, ახალი ატომური ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე 5 000 მეგავატი იქნება.
ირანს 1000 მეგავატი სიმძლავრის ერთი აქტიური ატომური ელექტროსადგური აქვს, რომელიც თეირანმა რუსეთის დახმარებით 2011 წელს აამუშავა. 2041 წლისთვის ირანი 20 000 მეგავატი ბირთვული ენერგიის წარმოებას გეგმავს.
შეგახსენებთ, გასულ წელს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ირანმა 60%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოება გაზარდა. აღნიშნული ინფორმაცია ირანმა უარყო.