ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს

45
spot_img

ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.

ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ისრაელთან დაკავშირებული საკონტეინერო გემის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

The Associated Press-ის ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი MSC Aries-ი დაიკავეს, რომელიც ლონდონში დაფუძნებულ „ზოდიაქ მერითაიმთან“ არის დაკავშირებული.

კომპანია „ზოდიაქ ჯგუფის“ ნაწილია, რომელსაც ისრაელელი მილიარდერი ეიალ ოფერი ფლობს.

The Associated Press-მა ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების მიერ გემის დაკავების ვიდეოც გაავრცელა.