მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბრძანების გამოცემიდან ყველა მინისტრი ოფიციალურად უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
პარლამენტმა ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გუშინ გამოუცხადა.