ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” გამორჩეული ლიდერები არიან – ნინო წილოსანი

43
spot_img

“ირაკლი ღარიბაშვილის თუ ირაკლი კობახიძის საქმიანობასთან დაკავშირებით ჩვენ გუნდის წევრებს არაერთხელ გვითქვამს ის ძირითადი და მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც მათ აქვთ და თითოეული მათგანი არის გამორჩეული ლიდერი “ქართული ოცნების”,- ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი პრემიერის შეცვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” გაძლიერების ფონზე, ოპოზიცია სუსტდება.

“დაანონსდება ოფიციალურად, იქამდე თავს შევიკავებ კონკრეტული დეტალებისგან. ოპოზიციის კომენტარი ნებისმიერი ჩვენი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით არარელევანტურია, იმიტომ, რომ ვადევნებ თვალყურს ოპოზიციის მუდმივ დეგრადაციას, რაც თავისთავად განპირობებულია იმით, რომ „ქართული ოცნება“ როგორც პარტია და როგორც მმართველი გუნდი ძლიერდება. ასევე, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, ემსახურება პარტიის და მმართველი რგოლის გაძლიერებას.
ირაკლი ღარიბაშვილის თუ ირაკლი კობახიძის საქმიანობასთან დაკავშირებით ჩვენ გუნდის წევრებს არაერთხელ გვითქვამს ის ძირითადი და მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელიც მათ აქვთ და თითოეული მათგანი არის გამორჩეული ლიდერი “ქართული ოცნების”, – აცხადებს წილოსანი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.