ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი- შარლ მიშელი

166
spot_img

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

როგორც შარლ მიშელი წერს, დროა, კონკრეტულად შესრულდეს სტატუსის მისაღებად საჭირო პრიორიტეტები.

„მივესალმები ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დღევანდელ განცხადებას. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი. ახლა დროა, კონკრეტულად შესრულდეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პრიორიტეტები“, – წერს შარლ მიშელი.