ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

256
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.