იორდანიაში დრონით თავდასხმის შედეგად 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

22
spot_img

იორდანიაში დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 25 დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ თავდასხმა ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში მდებარე ბაზაზე განხორციელდა, რომელიც სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

როგორც „ბიბისი“ წერს, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა რამდენჯერმე განხორციელდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ.