“ინტერპოლი მზადაა, დაეხმაროს გამოძიებას, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება აწარმოებს” – იურგენ შტოკი

22
spot_img

ინტერპოლი გამოთქვამს მზადყოფნას, რუსეთს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში დაეხმაროს. ამის შესახებ X-ზე ინტერპოლის გენერალური მდივანი იურგენ შტოკი წერს.

„მკაცრად ვგმობ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმას, საზარელ აქტს უდანაშაულო სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. ფიქრებით მსხვერპლთა ოჯახებთან და მეგობრებთან ვართ. ინტერპოლი მზადაა დაეხმაროს გამოძიებას, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება აწარმოებს“, – წერს ორგანიზაციის გენმდივანი.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა, ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი.