საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევგენი პრიგოჟინი, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა, რთული გადასამოწმებელია.
„ჩვენ ვნახეთ ინფორმაცია ავიაკატასტროფის შესახებ, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, დაიღუპა ევგენი პრიგოჟინი და მისი გარემოცვის წევრები. მაგრამ კიდევ ერთხელ, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ რუსეთში, ძალიან რთულია ამის გადამოწმება“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.
პიტერ სტანოს თქმით, პრიგოჟინისა და „ვაგნერის“ ჯგუფის უარყოფითი ქმედებები ფართოდ არის ცნობილი, რაც მიუთითებს მის მონაწილეობაზე უკრაინის ომში და მის ოპერაციებზე აფრიკის ქვეყნებში.
„ყველგან, სადაც „ვაგნერის“ ჯგუფი იმყოფებოდა, მათ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის კვალი დატოვეს“, – განაცხადა სტანომ.