ინდოეთის დასავლეთით მეწყერი ჩამოწვა. შედეგად, მაჰარაშტრას შტატში 16 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულად ითვლება 50.
არსებული ინფორმაციით, 19 ივლისს გვიან ღამით, მეწყერმა ირშალვადში, მთიან სოფელში, უამრავი სახლი დამარხა, რის გამოც ხელისუფლებამ ამ მხარეში მასიური სამაშველო ოპერაცია დაიწყო.
გარდა ამისა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, შტატის კონკანის რეგიონის შტატის, პალგარის, რაიგადისა და რატნაგირის რაიონებიდან დაახლოებით 11,500 მოქალაქეა ევაკუირებული.