“იმედი მაქვს, რომ განხილვების დროს იქნებიან კონსტრუქციულები” – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

31
spot_img

იმედი მაქვს, რომ განხილვების დროს იქნებიან კონსტრუქციულები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი ეხება ჯერ კიდევ მათ კოლეგას, პრემიერ მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„გასაგები და ბუნებრივიცაა, რომ ოპოზიცია მთავრობას არ დაუჭერს მხარს. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ განხილვების დროს იქნებიან კონსტრუქციულები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი ეხება ჯერ კიდევ მათ კოლეგას, პრემიერ მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძდს. ვფიქრობ, რომ ის სულისკვეთება, რომელიც წესით უნდა იყოს კოლეგების მიმართ, შენარჩუნდება. ასე რომ ვნახოთ. ჩვენ გვექნება მომავალ კვირას ეტაპები განხილვებისა, ჯერ საკომიტეტო მოსმენების სახით, შემდეგ ოპოზიციისა და უმრავლესობის ფარგლებში და ბოლოს უკვე პლენარულ სხდომაზე იქნება სრული ფორმატის განხილვა როგორც შემადგენლობის, ისე სამთავრობო პროგრამის“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა პარლამენტის ბიუროს წარედგინა.