იმ ხალხის ნაწილი, რომელსაც „ნაცები“ არ მოსწონდა და ახლა „ნაცების“ ოპოზიციაში მიდის, ჩვენთან უნდა მოვიდეს, რადგან ჩვენც ვეძებთ ხალხს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადსა.
ხვიჩიას თქმით, ნაწილი სხვადასხვა პარტიაში უნდა გადანაწილდეს.
„მეეჭვება, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კონკურენტი იყოს, თუმცა ხმებს დააკარგვინებს ოპოზიციურ „ნაცმოძრაობასაც“ და ოპოზიციასაც. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რამენაირად „ნაცური“ ხმები ერთად მოგროვდეს „ნაცების“ ყულაბაში და ის ხალხი, რომელსაც „ნაცები“ არ მოსწონდათ და ამ მიზნით მიდიან ახლა „ნაცების“ ოპოზიციაში, ჩემი აზრით, ნაწილი ჩვენთან უნდა მოვიდეს, რადგან ჩვენც ვეძებთ ხალხს. ნაწილი სხვადასხვა პარტიაში უნდა გადანაწილდეს და ნაწილი უკან დაბრუნდეს „ნაცებში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, რა რესურსი ექნება ნიკა მელიას პარტიას, ხვიჩიამ აღნიშნა:
„არ მჯერა არცერთი პარტიის წარმატების, რომელსაც ჯერ არ უთქვამს, რა უნდა. შესაბამისად, მათზე პროგნოზირება – წარმატებული იქნება თუ არა, შეუძლებელია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.