ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

19
spot_img

2023 წლის 11-12 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.
მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში, სადაც  განხილული იქნება  აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობა, აქცენტი გაკეთდება 2022-2023 წლებში მიღწეულ შედეგებზე  და  სამომავლო პერსპექტივებზე.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, გამართავს შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.