იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მის შემცვლელად არჩევის მაღალი შანსი მარკ რუტეს აქვს

39
spot_img

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მის შემცვლელად არჩევის მაღალი შანსი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს აქვს. აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, როგორც წესი, თავს იკავებს მის შემცვლელზე კომენტარის გაკეთებისგან, რადგან თავად არ ირჩევს მას.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დღევანდელი განცხადების შემდეგ, ვფიქრობ, აშკარაა, რომ ალიანსში ძალიან ახლოს ვართ შემდეგი გენერალური მდივნის არჩევასთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, მარკ რუტე ძალიან კარგი კანდიდატია, რადგან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დიდი გამოცდილება აქვს.

„ის ჩემი ახლო მეგობარი და კოლეგაა. ამიტომ, ვფიქრობ, ალიანსი ძალიან მალე შეჯერდება ჩემ შემცვლელზე. ეს ყველასთვის, ნატო-სთვის და მათ შორის ჩემთვისას კარგი იქნება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.