იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს

138
spot_img

იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი გაიხსნა. შეხვედრის მონაწილეებმა სამიტი ჰიროშიმის მემორიალურ პარკში ვიზიტით დაიწყეს, სადაც 1945 წლის აგვისტოს ატომური დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

G7-ის ლიდერების შეხვედრისთვის ჰიროშიმის არჩევა სიმბოლურია და ხაზს უსვამს ამ სამიტის მშვიდობისმყოფელ თემას. ამასთანავე, ჰიროშიმა იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას მშობლიური ქალაქია.

„დიდი შვიდეულის“ წინა სამიტზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ გერმანიაში გაიმართა, უკრაინაში მიმდინარე ომის თემა იყო დომინანტური. ახლაც, ერთი წლის შემდეგ, უკრაინის მხარდაჭერის თემა კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად რჩება.

სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. იაპონიის საგარეო უწყების ცნობით, ზელენსკი სამიტის მოანწილეებს კვირას შეუერთდება.