,,იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას”- გაეროში იაპონიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე

12
spot_img

იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას, – ამის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გაეროში იაპონიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შინო მიცუკომ განაცხადა.

მისივე თქმით, იაპონია აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას.

„იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას. ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს ფარგლებში არსებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას. საერთაშორისო სტატუსკვოს ძალდატანებით შეცვლის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს ევროკავშირში უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისა და მომავლისკენ“, – აღნიშნა მან.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო.