ჰავაის კუნძულზე ვულკანმა კილაუეამ ამოფრქვევა დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ლავის ნაკადი კრატერის ზედაპირზე ვრცელდება. ჰავაის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო წითელი განგაშის სიგნალი აამოქმედა.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ვულკანის ამოფრქვევა მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა, მათივე განცხადებით, შესაძლოა, დამძიმდეს სუნთქვის პრობლემების მქონე ადამიანების მდგომარეობა.
ჰავაიზე მდებარე ვულკანებს შორის, კილაუეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.