ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის მასშტაბურ ხანძარს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
ამჟამად 2 000-ზე მეტი ადამიანი თავშესაფრებშია გადაყვანილი.
ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ტყის ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა შეუძლებელია.