ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, როგორც კი დასრულდება ხანმოკლე ზავი „ჰამასთან“, სამხედროები განაახლებენ ინტენსიურ ბრძოლას, სულ მცირე, ორი თვით.
„უახლოეს დღეებში რასაც ნახავთ, პირველ რიგში, მძევლების გათავისუფლებაა. ეს შესვენება ხანმოკლე იქნება. თქვენგან რასაც ვითხოვთ ამ შესვენების დროს, არის ორგანიზება, მომზადება, გამოძიება და მზადყოფნა ბრძოლის გასაგრძელებლად. გაგრძელება აუცილებლად იქნება, რადგან ჩვენ ეს ბრძოლა უნდა დავასრულოთ გამარჯვებით“, – განუცხადა გალანტმა საზღვაო ძალების ჯარებს.
შეგახსენებთ, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი ხვალ, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ამოქმედდება.