ჰაერის ტემპერატურამ სიცილიაზე, თითქმის 47 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ამ ფონზე სიცილიის საავადმყოფოების ფედერაცია ექიმებს ხანდაზმული ადამიანებისთვის სახლის პირობებში დახმარების აღმოჩენის გაზრდისკენ მოუწოდებს, რადგან ბევრი მათგანი ძლიერი სიცხის გამო სახლიდან ვერ გადის.
ამავდროულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მიმართვიანობა 20-25%-ით არის გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს სიცილიაზე ევროპაში რეკორდული მაჩვენებელი – 48,8°C დაფიქსირდა.