ჰააგის სასამართლომ 2 რუსი სამხედრო მეთაურის დაკავების ორდერი გასცა, ერთ-ერთი მათგანი, საქართველოში იბრძოდა

22
spot_img

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის სტრატეგიული ავიაციის მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშისა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს პრეს-რელიზშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის კონტექსტში, ორივე მათგანი პასუხისმგებელია ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.

აღსანიშნავია, რომ კობილაში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე იყო. ხოლო უკრაინაში, მარიუპოლის დაბომბვას ხელმძღვანელობდა.