ხაბეიშვილთან რომ რცხვენია და აღარ უნდა იქ ყოფნა. მანვე შექმნა ის სისტემა, სადაც ხაბეიშვილის არჩევა შეუძლიათ, მე ხომ არ შემიქმნია. ეს მისი პირადი პრობლემაა და არა ქვეყნის პოლიტიკური, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა განაცხადა რითაც ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის ახალ პოლიტიკურ გუნდს ქმნის.
„რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიამ რაც არ უნდა ქნას ის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანული ნაწილია. ახლა მარტივ მამრავლებად რომ დაიშალონ, სადღაც აუცილებლად შედგებიან იმიტომ, რომ მათ ქიმია აქვთ ერთნაირი“, – აღნიშნა დავითულიანმა.